Friday, July 30, 2010


  1. პროექტის სახელი: „ქართული ენის დიალექტები“
  2. მოკლე აღწერა: ქართული ენის დიალექტების შესწავლა და მათი დახარისხება დასავლურ და აღმოსავლურ დიალექტებად.
  3. მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი.
  4. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე,
  5. მნიშვნელობა / აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში გავრცელებულ სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ მეტყველებას, რომელსაც კილო ანუ დიალექტი ეწოდება.
  6. მიზნები და შედეგები: 1) სალიტერატურო ენისა და დიალექტების ერთმანეთისაგან გამიჯვნა,2) განუვითარდებათ მოსმენისა და ანალიზის უნარი,3) ისწავლიან ლექსიკონზე მუშაობას, 4) ჩამოუყალიბდებათ მსჯელობის უნარ–ჩვევები,5) ისწავლიან საპრეზენტაციო გამოსვლას კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
  7. შეფასების საგანი და პროცედურები: ზეპირი პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა და კონკრეტულ საკითხზე მსჯელობა.
  8. რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ:უნდა იცოდნენ ორი–სამი სიტყვა მაინც კუთხური მეტყველებიდან და იცოდნენ მათი შესატყვისი სალიტერატურო ენაში დამკვიდრებული.  
  9. სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: კონკრეტულად სახელმძღვანელო და ინტერნეტის გამოყენება, აგრეთვე მოძიება ბიბლიოთეკიდან იმ დიალექტებისა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია გავრცელებული.
  10. სასწავლო პროექტის მსვლელობა: პროექტი ხორციელდება ჯგუფებში, რომელიც დაყოფილია 4–5 მოსწავლისაგან.
  11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტს კავშირი შეიძლება ჰქონდეს ისტორიასთან, აგრეთვე ენათმეცნიერების დარგებთან.
  12. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:სხვა სკოლებიდან არ გვყავს მონაწილეები.
  13. სამუშაო ენა:ქართული.
  14. სარგებელი სხვებისთვის:სარგებელი იქნება სხვა მოსწავლეებისათვის, რომლებიც გაეცნობიან დიალექტებს, რომელიც სალიტერატურო ენისაგან განსხვავდება.
  15. პროექტის ავტორი:ხათუნა ველიჯანაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
  16. ავტორის ელ. ფოსტა:khatia.mtisdziri.@gmail.com

No comments:

Post a Comment